წესები და პირობები
წესები და პირობები
ზოგადი დებულებები
‘Sanda.com.ge’-ს მართავს და წარმოადგენს შპს სანდა-ს (ს/კ:430030888) საკუთრებას. ეს დოკუმენტი მართავს თქვენს ურთიერთობას ‘Sanda.com.ge’-სთან. წვდომა და გამოყენება, ამ ვებგვერდის, პროდუქციის და მომსახურების, რომელიც ხელმისაწვდომია ამ ვებგვერდზე ექვემდებარება ქვემოთ მოცემულ წესებს და პირობებს ( მომსახურების პირობები). ამ მომსახურების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ყველა მომსახურების პირობას, რომელიც შესაძლებელია განახლებული იქნას, პერიოდულად, ჩვენს მიერ. თქვენ უნდა შეამოწმოთ ეს გვერდი რეგულარულად და შეკვეთის გაფორმებისას, რათა გაეცნოთ, მომხდარ, შესაძლო ცვლილებებს.
ამ ვებ გვერდთან წვდომა ნებადართულია დროებით და ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევწყვიტოთ ან შევიტანოთ ცვლილებები მომსახურებაში, გაფრთხილების გარეშე. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები თუ რაიმე მიზეზით ეს ვებგვერდი მიუწვდომელი იქნება დროის გარკვეულ მომენტში. დროდადრო ჩვენ შესაძლოა, შევზღუდოთ წვდომა მთლიანად ვებ გვერდზე ან მის ზოგიერთ ნაწილზე.
ეს ვებ გვერდი შესაძლოა შეიცავდეს სხვა ვებ გვერდის ლინკებს (დალინკული გვერდები), რომლებიც არ იმართება Sanda.com.ge-ს მიერ. Sanda.com.ge-ს არ აქვს კონტროლი და არ იღებს პასუხისმგებლობას ლინკებზე და სხვა ნებისმიერ დანაკარგზე თუ ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას, მათი გამოყენებით. თქვენი ამ ლინკების გამოყენება ექვემდებარება წესებს, რომლებიც მოცემული იქნება თითოეულ დალინკულ ვებ გვერდზე.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
თქვენი ინფორმაცია ვებ გვერდზე დაცულია SSL სერთიფიკატით.
თქვენ უნდა შეინახოთ თქვენი ანგარიშის დეტალები უსაფრთხოდ.
თქვენი პირადი ინფორმაცია გამოყენებული იქნება საქონლის და მომსახურების გასაწევად. თქვენ შესაძლოა პერიოდულად მიიღოთ მეილი Sanda.com.ge-სგან. თუ არ გსურთ შეგიძლიათ გვაცნობოთ მეილით, ტელეფონით ან ანგარიშიდან. ჩვენ შესაძლოა დავაკვირდეთ ტრაფიკს ჩვენ ვებ გვერდზე და შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი IP მისამართის შესახებ და აგრეთვე თუ საიდან გადმოხვედით ჩვენ გვერდზე, რათა უზრუნველვყოთ მომსახურების მუდმივი გაუმჯობესება. თქვენი პირადი მონაცემები შესაძლოა მიეწოდოს:
- ჩვენ მომსახურე პერსონალს;
- შუამავალს და მომსახურების მომწოდებელ პირს;
- თუ კანონი გვავალდებულებს ან კიბერ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
თქვენ არ უნდა შეიყვანოთ ვებ გვერდზე ისეთი ინფორმაცია, რისმა გამჟღავნებამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი დაზარალება. მაგალითად გადახდის დეტალები და პლასტიკური ბარათის ინფორმაცია, შეყვანილი უნდა იქნას მხოლოდ ბანკის დაცულ ვებ გვერდზე. ჩვენ არ ვინახავთ და ვაგროვებთ თქვენს ფინანსურ ინფორმაციას.
ვებ გვერდის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ რომ თქვენს მიერ შეყვანილი ყველა ინფორმაცია სწორია.
აკრძალვები
თქვენ ეთანხმებით რომ: თქვენ არასწორად არ გამოიყენებთ ამ ვებ გვერდს. თქვენ არ ჩაიდენთ და/ან არ წაახალისებთ კრიმინალურ დანაშაულს; არ გაავრცელებთ ვირუს, ტროჯანს, ლოგიკურ ბომბს თუ სხვა ნებისმიერ მასალას, რაც მუქარის შემცველია, ტექნოლოგიურად საზიანოა, კონფიდენციალურობის დამრღვევია თუ სხვა მხრივ დანაშაულია ან უხამსი საქციელია. არ გატეხავთ ან შეეცდებით დააზიანოთ ინფორმაცია, ან გამოიწვიოთ სხვა მომხმარებლის გაღიზიანება, სხვისი ინფორმაციის დაუფლება, რეკლამის თუ მასტიმულირებელი მასალის (ცნობილი როგორც ‘სპამი’) გავრცელებას. ამ პირობის დარღვევა განიხილება, როგორც კრიმინალური დანაშაული და Sanda.com.ge აცნობებს ნებისმიერ ასეთ დარღვევას, შესაბამის ორგანოებს და გადაცემს მათ, თქვენს შესახებ ინფორმაციას.
ჩვენ არ ვიქნებით პასუხიმგებელი რაიმე სახის დანაკარგსა თუ დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია ვირუსით ან სხვა ტექნოლოგიურად საზიანო მასალის გავრცელებით, რამაც შესაძლოა დააინფიციროს თქვენი კომპიუტერული მოწყობილობა, პროგრამა, ინფორმაცია თუ სხვა საკუთრება, ამ ვებგვერდის გამოყენების ან რაიმეს ჩამოტვირთვის ან სხვა ლინკზე გადასვლის გამო.
გაყიდვის პირობები
შეკვეთის გაფორმებით თქვენ იძენთ პროდუქციას ქვემოთ მოცემული წესითა და პირობების გათვალისწინებით. ყველა შეკვეთა ექვემდებარება ხელმისაწვდომობას და შეკვეთის ფასის დადასტურებას. მიწოდების დრო შესაძლოა განსხვავდებოდეს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ან ფორს მაჟორული სიტუაციის გამო, რაზეც Snada.com.ge პასუხს არ აგებს.
თუ თქვენ იყენებთ ამ ვებ გვერდს, თქვენ პასუხისმგებელი ხართ დაიცვათ თქვენი ანგარიშის და პაროლის კონფიდენციალურობა და თქვენ იღებთ პასუხიმგებლობას ყველა იმ აქტივობებზე, რაც ხდება თქვენი ანგარიშის და პაროლის გამოყენებით. თუ თქვენ ხართ 18 წელს მიუღწეველი, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებ გვერდი მშობლის ან მეურვის თანხმობით. Sanda.com.ge იტოვებს უფლებას უარი გითხრათ მომსახურებაზე, შეაჩეროს ანგარიში, ან გააუქმოს შეკვეთები, ცალმხრივად.
(ა) ჩვენი კონტრაქტი
როდესაც გააფორმებთ შეკვეთას, თქვენ მიიღებთ შემატყობინებელ მეილს, რომელიც დაადასტურებს შეკვეთის მიღებას. ეს მეილი საინფორმაციო ხასიათისაა და არ ნიშნავს ჩვენგან თანხმობის მიღებას. კონტრაქტი ჩვენს შორის არ შედგება მანამდე სანამ ჩვენ არ გამოგიგზავნით პროდუქციის გამოგზავნის დამადასტურებელ მეილს.
(ბ) ფასი და ხელმისაწვდომობა
ჩვენ მუდმივად ვცდილობთ და უზრუნველვყოფთ, რომ ყველა დეტალი, აღწერა და ფასი, რომელიც ჩნდება ვებ გვერდზე იყოს სწორი, თუმცა შესაძლებელია მოხდეს შეცდომა. თუ ჩვენ აღმოვაჩენთ შეცდომას პროდუქციის ფასში, რომელიც თქვენ შეუკვეთეთ, ჩვენ გაცნობებთ ამის შესახებ უმოკლეს ვადაში და მოგცემთ საშუალებას ხელახლა დაადასტუროთ ან გააუქმოთ შეკვეთა. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ დაკავშირებას, შეკვეთა ჩაითვლება გაუქმებულად. თუ თქვენ გააუქმებთ უკვე გადახდილ შეკვეთას თქვენ მიიღებთ სრულ ანაზღაურებას.
მიტანის ხარჯები დაგეკისრებათ დამატებით. ყველა ასეთი ხარჯი ნათლად იქნება გამოსახული ვებ გვერდზე და შეკვეთის გაფორმებისას გამოსახული ცალკე და აგრეთვე ჯამში.
ფასები წარმოდგენილია დღგ-ს ჩათვლით.
(გ) გადახდა
შეკვეთის მიღებისას ტარდება ავტორიზაციის სტანდარტული პროცედურა რათა დადასტურდეს ანგარიშზე არსებული თანხის საკმარისობა. დადასტურების შემდეგ თქვენი ბარათი დადებეტდება. მიღებული სახსრები განიხილება როგორც იმ პროდუქციის ავანსი, რომლის შეძენაც გსურთ. მას შემდეგ რაც პროდუქცია გამოიგზავნება და თქვენ მიიღებთ პროდუქციის გამოგზავნის დამადასტურებელ მეილს, თანხა ჩაითვლება პროდუქციის საზღაურად.
პროდუქციის აღწერა
Sanda.com.ge (შპს სანდა) ცდილობს იყოს სწორი და განათავსოს ზუსტი ინფორმაცია. თუმცა შპს სანდა არ იძლევა რწმუნებას და გარანტიას, რომ პროდუქტის აღწერა და სხვა მასალა არის ზუსტი, სრული, ახალი და შეცდომებისგან თავისუფალი. თუ შპს სანდას (Sanda.com.ge) შემოთავაზებული პროდუქცია განსხვავდება აღწერისაგან, შეგიძლიათ დააბრუნოთ ის უხმარ, დაუზიანებელ მდგომარეობაში. შპს სანდა არ აცხადებს და იძლევა რაიმე სახის გარანტიას, გამოხატულს თუ ნაგულისხმევს, ინფორმაციაზე, შიგთავსზე, მასალაზე ან ვებ გვერდზე წარმოდგენილ პროდუქციაზე. თქვენ ღიათ ეთანხმებით რომ ამ საიტის გამოყენების რისკს იღებთ საკუთარ თავზე.
თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულება ბათილია, მიუხედავად ბათილობის საფუძვლისა, ეს არ გამოიწვევს მთელი ხელშეკრულების ბათილობას. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების დარჩენილი დებულებები მოქმედებს ბათილი დებულების გარეშე.
თუ თქვენ დაარღვევთ მოცემულ დებულებას და პირობებს და ჩვენ შესაბამისად არ ვიმოქმედებთ კონკრეტულ სიტუაციაში, ჩვენ კვლავ გვაქვს უფლება გამოვიყენოთ ჩვენი უფლება ნებისმიერ სხვა სიტუაციაში სადაც თქვენ არღვევთ წესებს.
ყველა იმ საკითხის რეგულირების მიზნით, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, მხარეები სარგებლობენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კითხვები, საჩივრები ან რჩევები ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელფოსტით ან საიტის საშუალებით ‘კონტაქტი’ ლინკზე გადასვლით.
მიწოდების და დაბრუნების პირობები იხილეთ: