აღწერა
ME8108 არის რეგულირებადი გორგოლაჭიანი ლიმიტის ამომრთველი (Adjustable roller lever). იდეალურია პოზიციის კონტროლისთვის კონვეიერებზე, მექანიკურ ჩარხებსა და რობოტიზებულ სისტემებზე. მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია ფიზიკურ კონტაქტზე, რაც უზრუნველყოფს ზუსტ რეაგირებას. ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები: ნომინალური ძაბვა 250V AC (5A) / 115V DC (0.4A), კონტაქტები: 1NO+1NC. გააჩნია IP65 სტანდარტის კორპუსი, რაც იცავს მექანიზმს მტვრისა და სინესტისგან.
